English

ჩვენს შესახებ

კონფედერაციის წევრთა წარმატება ჩვენი ორგანიზაციის წარმატებაა.

about

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია

მაღალკონკურენტულ ბიზნესგარემოში წარმატების მიღწევა ბიზნესკომუნიკაციისა და შესაბამისი საინფორმაციო მხარდაჭერის მაღალ ხარისხს მოითხოვს.

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის უმთავრესი მიზანი წევრი კომპანიების მსოფლიო და ადგილობრივი ბაზრის დინამიურობის შესაბამისად განვითარება, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან კონტაქტების დამყარებაში დახმარება და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით ეფექტური ბიზნეს პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.

ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს ბაზრის შესწავლით დაინტერესებული საერთაშორისო და უცხოური კომპანიები, რომელთაც სჭირდებათ მუდმივადგანახლებადი ინფორმაცია და რეალური კონტაქტები.

მისია

წევრი კომპანიების ბიზნესის განვითარების და მათი ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა მაღალკვალიფიციური პროფესიული დახმარების, მჭიდრო და ეფექტური ბიზნესკავშირების და ნდობის პრინციპების საშუალებით.

მიზნები

მაკრომიზნები

 მიკრომიზნები

ხედვა

კონფედერაციის წევრთა წარმატება ჩვენი ორგანიზაციის წარმატებაა.

პრინციპები და ფასეულობები

ჩვენ გთავაზობთ

მიღწეული შედეგები

კონფედერაცია არის შავი და კასპიის ზღვის ბიზნესასოციაციების კავშირის (UBCCE) www.ubcce.org სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია.

UBCCE არის თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაცია და აერთიანებს გავლენიან ბიზნესასოციაციებს და კონფედერაციებს შავი და კასპიის ზღვის რეგიონის შემდეგი 19 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, მაკედონია, ირანი, საბერძნეთი, სერბეთი, საქართველო, ყაზახეთი, რუმინეთი, თურქეთი, სომხეთი, უკრაინა, გერმანია, ერაყი და ხორვატია.

წევრ ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშორმლობის ხელშეწყობის მიზნით UBCCE-ში შექმნილია ბიზნეს ოფისების სისტემა, რომელიც აერთიანებს სპეციალურ წარმომადგენლებს თითოეული წევრი ბიზნესასოციაციიდან. ამ ოფისების მიზანია ბიზნესწინადადებების ურთიერთგაცვლა და ბიზნესპორექტების განხორციელების ხელშეწყობა.

კონფედერაცია ასევე თანამშრომლობს ესპანეთის დამსაქმებელთა და მრეწველთა კონფედერაციასთან (CEOE) www.ceoe.es;

წევრობა

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საკუთარი ბიზნესის წარმატებით და ქვეყანაში ერთიანი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებით არის დაინტერესებული.

წევრობის პრივილეგიები

  • კომპანიის ინტერესების დაცვა და ლობირება
  • საერთაშორისო ბიზნესკონტაქტების დამყარება
  • საზოგადოებრივ შეხვედრებში მონაწილეობა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • მუდმივადგანახლებად მონაცემთა ბაზაში კომპანიის შესახებ ინფორმაციის და ბიზნესწინადადებების განთავსება და მარკეტინგი
  • ელიტარული ბიზნეს კლუბის წევრობა

სრულუფლებიანი წევრობა:

  • საკონფერენციო დარბაზით (50 კაცზე) უფასოდ სარგებლობა თვეში ერთხელ;
  • LSD მონიტორის გამოყენება თვეში ერთხელ;
  • ადგილზე მობილური ოფისით სარგებლობა;
by law