English

ღონისძიებები

ქ. კუშადასის მერიის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ბათუმში

08/07/2010

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის მიერ ინიცირებული საკურორტოქალაქების ბათუმისდა კუშადასისდაძმობილების პროექტისფარგლებში 8-10 ივლისს ბათუმს თურქეთისრესპუბლიკის ქ. კუშადასის დელეგაციაეწვია. ქ. კუშადასის მერიის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემმიიღო.

events

ქ. კუშადასის მერიის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ბათუმში

08/07/2010 - 30/11/-0001

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის მიერ ინიცირებული საკურორტოქალაქების ბათუმისდა კუშადასისდაძმობილების პროექტისფარგლებში 8-10 ივლისს ბათუმს თურქეთისრესპუბლიკის ქ. კუშადასის დელეგაციაეწვია. ქ. კუშადასის მერიის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემმიიღო.  შეხვედრაზე დაძმობილებისპროექტის ფარგლებშიდაგეგმილ სიახლეებზეისაუბრეს. მანამდეკი 10 წევრიანიდელეგაცია ბათუმისმერმა რობერტ ჩხაიძემ მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლები ქ. კუშადასში იმყოფებოდნენ, სადაც კუშადაშსადა ბათუმს შორის დაძმობილებისწინასწარ შეთანხმებასმოეწერა ხელი. ოფიციალურად კი დაძმობილების მემორანდუმი 16 ოქტომბერს, ქ. კუშადასში დაძმობილებული ქალაქების ფესტივალზე გაფორმდება, რომელიც 12 დაძმობილებულქალაქს უმასპინძლებს.

საქართველოს და თურქეთის საკურორტო ქალაქების დაძმობილება

05/03/2010 - 06/03/2010

2010 წლის 5 მარტს საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ინიციატივით ხელი მოეწერა დოკუმენტს ბათუმსა და თურქეთის ქალაქ კუშადასს შორის დამეგობრების შესახებ. ორ ქალაქს შორის პარტნიორობის და დამეგობრების სურვილის შესახებ დეკლარაციას ბათუმისა და კუშადასის მერებმა კუშადასის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.

დაიგეგმა კუშადასის დელეგაციეს საპასუხო ვიზიტი ბათუმში, რომლის დროსაც თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით 2010 წელსვე ქ. კუშადასში გაიხსნება ქართული სახლი, სადაც კულტურულ ღონისძიებებთან ერთად გაიმართება საქართველოს საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციები და ხელი შეეწყობა ქართველი მეწარმეების თურქეთის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან პარტნიორობას.

TURKONFED-ის მეცამეტე ბიზნეს სამიტი

17/12/2009 - 30/11/-0001

სტამბოლი, თურქეთი

თურქეთის მეწარმეთა და ბიზნეს კონფედერაცია (TURKONFED) თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 10 ფედერაციას, 100 ბიზნეს ასოციაციას და 10 000-ზე მეტ ბიზნესმენს აწევრიანებს. ორგანიზაციის მიზნებს ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემების დადგენა, მათი მოგვარების გზების გამოძებნა და ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით TURKONFED ყოველწლიურად მასპინძლობს ბიზნეს სამიტს, რომელც წელს 17-18 დეკემბერს ქ. სტამბოლში ჩატარდება.

ბიზნეს სამიტში მონაწილეობას მიიღებს და საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს 60 კომპანია, რაც მონაწილეებს პირდაპირი კონტაქტების დამყარების საშუალებას შეუქმნის. სამიტზე ასევე განხილული იქნება აკადემიური კვლევა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსების მოძიების საკითხებზე.

UBCCE –ს მესამე ბიზნეს ფორუმი

12/11/2009 - 13/11/2009

სალონიკი, საბერძნეთი

აზერბაიჯანსა და თურქეთში წარმატებით ჩატარებული ბიზნეს ფორუმების შემდგომ, UBCCE გეგმავს ბიზნეს ფორუმის ჩატარებას, სახელწოდებით კრიზისის პირისპირ შავი და კასპიის ზღვების რეგიონის შესაძლებლობების გამოყენებით.

ფორუმის მასპინძელია საბერძნეთის მეწარმეთა ფედერაცია (SEV), რომელიც გეგმავს რეგიონის როგორც ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენალთა, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლების მოწვევას ამ ღონისძიებაზე.

ამავე დროს გაიმართება UBCCE –ის კომიტეტის მეოთხე შეხვედრა, სადაც წევრ ორგანიზაციებს ექნებათ მომავალი შესაძლებლობების განხილვის საშუალება. ამ შეხვედრების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ წევრი ორგანიზაციების უმაღლეს აღმასრულებლებს დაესწრონ ღონისძიებას.

ანთიმოზ ივერიელის ძეგლი ქ. ბუქარესტში

29/09/2009 - 30/11/-0001

2009 წლის სექტემბერში თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ბუქარესტის მერმა მირცეა ოპრესკუმ მოაწერეს ხელი განზრახულობათა წერილს, რაც ამ ორ ქალაქს შორის დაძმობილების წინაპირობაა. დაძმობილების ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობა ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ინიციატივით ბუქარესტში დაიდგმევა რუმინეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქართველი მწერლის, მხატვრის და საზოგადო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის ძეგლი. ანთიმოზ ივერიელს დიდი წვლილი მიუძღვის პირველი ქართული სტამბის დაარსებაში.

ქართველმა წმინდანმა სიცოცხლის ბოლო პერიოდი ვლახეთში (თანამედროვე რუმინეთში) გაატარა და თავი შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეული ვლახეთის გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოტთა უღლისაგან. ანთიმოზ ივერიელმა ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად აქცია, რომელიც მის მიერვე დაარსებული სტამბის საშუალებით მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა. მის სახელს უკავშირდება რუმინეთის ეკლესიის დამოუკიდებლად გამოცხადება და 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის მშენებლობა, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ყოველთა წმიდათა მონასტერი ქალაქ ბუქარესტის ცენტრში, რომლის მთავარი შესასვლელი კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელის შესრულებულია.

ბიზნეს ფორუმი

28/09/2009 - 30/11/-0001

პლოვდივი, ბულგარეთი

ევროპის საწარმოთა ქსელის ბულგარეთის წარმომადგენლობა აწყობს ტექნოლოგიების და ბიზნესების ურთიერთგაცნობის ხელშემწყობ ღონისძიებას პლოვდივში, 2009 წლის 29 სექტემბერს. ღონისძიება პლოვდივის საერთაშორისო გამოფენის (28 სექტემბერი - 4 ოქტომბერი) პრიორიტეტების შესაბამისად დაეთმობა მანქნათმშენებლობის, საწარმოო დანადგარების და ავტომატიზაციის თემებს.

წარმოდგენილი ტექნოლოგიების და პროდუქციის ხარისხის და რაოდენობების, მონაწილე კომპანიების და დამთვალიერებლების რაოდენობის და მედიის და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით პლოვდივის საერთაშორისო გამოფენა ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია ბულგარეთში.

ბიზნეს კომპანიები და კვლევითი ორგანიზაციები წარმოადგენენ უახლეს მიღწევებს მანქანათმშენებლობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინფორმაციო პროგრამების, ელექტრო საინჟინრო, სამშენებლო, ქიმიურ, ენერგეტიკის, გარემოს და ეკოლოგიის დარგებში.


საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის წევრ და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს ფორუმში, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა ელ.ფოსტით, მისამართზე info@gec.ge 2009 წლის 25 აგვისტომდე.

ევრაზიის მეოთხე ენერგეტიკული ფორუმი 2009

10/09/2009 - 25/09/2009

ასტანა, ყაზახეთი

ყაზახეთის საერთაშორისო ენერგეტიკული კვირა 2009 საუკეთესო საშუალებას შეუქმნის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დროულად და სიღრმისეულად შეაფასონ ის სტრატეგიული ცვლილებები, რომლებთაც გავლენა ექნებათ ყაზახეთის მთავრობის, კომპანიების, ინვესტორების, საფინანსო და მომსახურების დარგის საქმიანობაზე.

მსოფლიო ენერგეტიკული კვირა 2009 შეკრებს ყაზახეთის ნავთობის და გაზის სექტორების 800-ზე მეტ გავლენიან წარმომადგენელს. ღონისძიებაზე 50-მდე მაღალი რანგის პირი, დარგის ყველა ცნობილი სპეციალისტი და ექსპერტი წარმოადგენენ საკუთარ სტრატეგიებს ბაზარზე უფრო ძლიერი და მყარი პოზიციების დასაკავებლად.

ფორუმის მთავარი თემა იქნება თანამშრომლობა და სტრატეგიული ალიანსი ენერგეტიკის დარგში გლობალური გარემოს შეცვლისთვის. გაიმართება დისკუსიები განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ პოსტ-კრიზისულ პერიოდში და ამ პროცესში ყაზახეთის როლის შესახებ. დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელები, ექსპორტიორები, ჰიდროკარბონის საერთაშორისო გადამზიდავები და წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები.

ქ. ასტანაში ყაზახეთის ენერგეტიკის, ნავთობის, გაზის და საწვავის გამოფენა 2009 წარმოადგენს 300 კომპანიას, რომელსაც დაესწრება 9 000 რეგისტრირებული დამთვალიერებელი.


საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ყველა წევრ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა ელ.ფოსტით, მისამართზე info@gec.ge 2009 წლის 10 სექტემბრამდე.

კავკასიის გარემო ინფრასტრუქტურის და მწვანე ენერგიის საინვესტიციო და ფინანსური სამიტი

08/09/2009 - 09/09/2009

თბილისი, საქართველო

ევროკონვენციის კონფერენცია 8-9 სექტემბერს თბილისში აწყობს კავკასიის გარემო ინფრასტრუქტურის და მწვანე ენერგიის საინვესტიციო და ფინანსურ სამიტს. ღონისძიების მიზანს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გარემო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და მწვანე სექტორებში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლელობების გამოვლენა და ამ გზით რეგიონული თანამშრომლობის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.euroconvention.com/

სემინარების სერია

06/09/2009 - 13/09/2009

პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
მდგრადი საჯარო პოლიტიკა და ბიზნეს პრაქტიკა შავი ზღვის ქვეყნებისთვის
ვენეცია, იტალია, 6-13 სექტემბერი
სტამბოლი, თურქეთი, 25-31 ოქტომბერი

რეგიონული გარემოს ცენტრი REC ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტთან ერთად აწყობს სემინარების სერიას პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის შავი ზღვის რეგიონში, რომელიც 6-13 სექტემბერს ჩატარდება ქ. სტამბოლში, ხოლო 25-31 ოქტომბერს ქ. ვენეციაში. სხვადასხვა თემატიკის სემინარები მსმენელებს გაუღრმავებენ ცოდნას მდგრადი განვითარების საკითხებზე და წარმოადგენენ მათ პრაქტიკულად როგორც გლობალურ ასევე რეგიონულ კონტექსტში. სემინარების სერია მიზნად ისახავს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ერთად შეკრებას და მდგრადი განვითარებისთვის პარტნიორობის ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბებას. შეფასდება მდგრადი განვითარების მხარდამჭერი ასპექტები და მონაწილეებს შეექმნებათ საფუძვლიანი წარმოდგენა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, რესურსების მდგრადი მენეჯმენტი და წყლის მენეჯმენტი. სემინარის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და უკრაინის მთავრობების და ბიზნეს სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ყველა წევრ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა ელ.ფოსტით, მისამართზე info@gec.ge 2009 წლის 20 აგვისტომდე

კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ათენის ბიზნეს ფორუმი

10/07/2009 - 30/11/-0001

ათენი, საბერძნეთი

ხმელთაშუა ზღვის კავშირის დაფუძნებიდან 1 წლის და მარსელში წარმატებულად ჩატარებული ფორუმის შემდეგ, ათენში 8-10 ივლისს გაიმართება კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მიზანია ეკონომიკური კავშირების გამყარება, რაც ხელს შეუწყობს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

ფორუმის ორგანიზატორია SEV (საბერძნეთის მეწარმეთა ფედერაცია), საბერძნეთის წამყვანი ბიზნეს ორგანიზაცია. მხარდამჭერები არიან საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის თანადაფინანსებული პროგრამა  ინვესტიციები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და ორგანიზაციები: ბიზნესი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და ბიზნესი  ევროპაში.

ათენის ფორუმს დაესწრება ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნების 800-ზე მეტი ბიზნესმენი, მენეჯერი და ბიზნეს ორგანიზაციების აღმასრულებელი. ფორუმი საუკეთესო საშუალებაა დებატებისთვის, ინდივიდუალური შეხვედრებისთვის, არსებული კომპანიების აქციების შეძენის, პოტენციური პარტნიორების გაცნობის და მომავალი თანამშრომლობის გზების განსაზღვრისთვის.

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ყველა წევრ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა ელ.ფოსტით, მისამართზე info@gec.ge  2009 წლის 18 ივნისამდე.

შავი ზღვის რეგიონი: რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები

15/05/2009 - 30/11/-0001

ბერლინი, გერმანია

2009  წლის 4-15 მაისს, SOG (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ასოციაცია) და DGO აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ასოციაცია ბერლინში აწყობენ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: შავი ზღვის რეგიონი: რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები. 

კონფერენციის ძირითადი მიზანი რეგიონული და უფრო ფართო თანამშრომლობებისთვის შავი ზღვის რეგიონში ამჟამად არსებული საჭიროებების და რეალური შესაძლებლობების გამოვლენაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონში თითოეული ქვეყნის როლის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი ფაქტორების და მდგრადი თანამშრომლიბისთვის საჭირო მიმართულებების განსაზღვრას. ასევე განიხილება სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მაგ: BSEC, IFI's, OECD და ა.შ როლი. ასევე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მიდგომები შავი ზღვის რეგიონთან თანამშრომლობის მიმართულებით, მაგ, აღმოსავლეთთან თანამშრომლობის გეგმა. კონფერენცია მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის დარგის ექსპერტები, მკვლევარები შავი ზღვის რეგიონიდან და ევროკავშირიდან, საერთასორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონში თანამშრომლობის ხელშემწყობი ორგანიზაციები, გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის, სხვა ფედერალური სამინისტროების და ბუნდესტაგის წარმომადგენლები.

კონფერენცია წარმოადგენს SOG–ის მიერ 2007 და 2008 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციების გაგრძელებას და მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ხელშეწყობაა. საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ყველა წევრ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა ელ.ფოსტით, მისამართზე info@gec.ge  2009 წლის 5 მაისამდე

SME-ს პირველი ევროპული კვირეული

28/04/2009 - 30/11/-0001

ევროპის სხვა და სხვა ქვეყანა

წელს ევროკომისია პირველად აწყობს SME-ს (მცირე და საშუალო საწარმოების) ევროპულ კვირეულს, რომლის მიზანია SME-ს ორგანიზაციების ინფორმირება ევროკავშირის და სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ და ასევე საზოგადოების წარმომადგენელთა მოწოდება, გახდნენ მეწარმეები. SME-ს კვირეული იქნება ე.წ. ქოლგის ფორმატის კამპანია მთელი ევროპის მასშტაბით მიმდინარე საქმიანობებისთვის. SME-ს კვირეული გაიხსნება 6 მაისს ბრიუსელში და დახურვის ცერემონია გაიმართება ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში.

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ყველა წევრ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა ელ.ფოსტით, მისამართზე info@gec.ge  2009 წლის 28  აპრილამდე.

UBCCE - CEOE – TUSIAD ის ერთობლივი სემინარი

03/04/2008 - 30/11/-0001

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის თავმჯდომარემ მამუკა სხვიტარიძემ და ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღეს UBCCE –ის (შავი და კასპიის ზღვის ქვეყნების მეწარმეთა კონფედერაციების კავშირის), CEOE–ის (ესპანეთის დამსაქმებელთა კონფედერაციის), და TUSIAD-ის (თურქეთის ინდუსტრიალისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია) მიერ  ერთობლივად ორგანიზებულ სემინარში თემაზე: ესპანელი მეწარმეებისთვის ვაჭრობის და ინვესტიციების შესაძლებლობები შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებში, რომელიც ჩატარდა 4 მარტს მადრიდში.

სემინარის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: CEOE-ის ვიცე პრეზიდენტი ხუან ლასკანო, TUSIAD –ის ენერგეტიკის დარგის სამუშაო ჯგუფის წევრი ერდალ აკსოი,  CEOE-ს ენერგეტიკის დარგის კომისიის პრეზიდენტი ანტონიო გარამენდი, TURKONFED –ის (თურქეთის მეწარმეთა და ბიზნეს კონფედერაციის) პრეზიდენტი კელალ ბეისელი და ესპანეთის ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამინისტროს წარმომადგენელი. ქვეყნების შესახებ  პრეზენტაციები გააკეთეს აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებმა. შედგა თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობების ანალიზი.

სემინარი ჩატარდა მადრიდში,  CEOE-ს სათაო ოფისში და UBCCE-ის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ესპანეთის ინფრასტრუქტურის და მშენებლობის, ინდუსტრიის, ვაჭრობის და ტურიზმის და საგარეო საქმეთა  სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო ესპანური კომპანიების 70 წარმომადგენელი.

სამომავლო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით სემინარის დაწყებამდე გამართულ ცერემონიაზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მემორანდუმს UBCCE –ს და CEOE-ს შორის.

UBCCE –ს მეორე გენერალური ასამბლეა სტამბოლი, თურქეთი

02/04/2008 - 30/11/-0001

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის თავმჯდომარე მამუკა სხვიტარიძე დაესწრო UBCCE –ის (შავი და კასპიის ზღვის ქვეყნების მეწარმეთა კონფედერაციების კავშირის) მეორე გენერალურ ასამბლეას, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 2 მარტს სტამბოლში და მასში მონაწილეობა მიიღეს კერძო სექტორის ორგანიზაციებმა აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან, ერაყიდან, თურქეთიდან, ირანიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან  და უკრაინიდან.

გენერალური ასამბლეის დაწყებამდე გამართულ ცერემონიაზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მემორანდუმს UBCCE –ს,  ICIE-ს (ინდუსტრიალისტთა და მეწარმეთა საერთაშორისო კონგრესს) და TURKONFED-ს (თურქეთის მეწარმეთა და ბიზნეს კონფედერაციას) შორის.

კონტაქტი:

  • ტელ: +(995 32) 333007
  • ფაქსი: +(995 32) 333009
  • ელ.ფოსტა: info@gec.ge
  • მისამართი: თბილისი, პეკინის 5.